წლის ბოლო დღეს, გერმანიამ წყვეტს ექვსიდან სამი ატომური ელექტროსადგურის გამოყენებას და განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე ერთვება.
ბერლინმა ატომური ელექტროსადგურების ეტაპობრივი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, 2011 წელს მას შემდეგ მიიღო, რაც იაპონიაში ფუკუშიმას რეაქტორი დაზიანდა და მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.
იმისათვის, რომ მსგავსი სცენარის განვითარება გერმანიას თავიდან აეცილებინა, სპეციალური გეგმა შემუშავდა, რომლის მიხედვითაც 2022 წლის ბოლოს, ქვეყანაში ყველა ატონომური ელექტროსადგური მუშაობას შეწყვეტდა. გერმანიაში ამბობენ, რომ დანარჩენი სამი მოქმედი სადგურის გამორთვა ეტაპობრივად ახალი წლის მანძილზე მოხდება.
ექვსი ატომური ელექტროსადგური გერმანიაში, ელექტროწარმოების 12 პროცენტს შეადგენდა, მაშინ როცა განახლებადი ენერგიის წილი თითქმის 41 პროცენტს აჭარბებს.
2030 წლამდე გერმანიის მიზანია, რომ განახლებადი ენერგიის მიმართულება გააძლიეროს და პროცენტული მაჩვენებელი 80 პროცენტამდე გაზარდოს.
გერმანიის გადაწყვეტილებას გარემოსდაცვითი ჯგუფები მიესალმებიან, თუმცა მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყანას კვლავ ბევრი აქვს სამუშაო, რადგან ამ დრომდე ფუნცქციონირებს ურანის გამდიდრების ქარხნები, რაც სერიოზულ რისკებს ქმნის.
Facebook Forum