ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპერატორი: "ჩრდილოეთის ნაკადი 2" მზადაა გაზის მიწოდებისთვის


„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ოპერატორი კომპანია აცხადებს, რომ მათ მილსადენი გაზით გაავსეს და მზად არიან, მისი მიწოდება დაიწყონ.

„29 დეკემბერს, გაზით გავსების პროცედურა, ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მეორე ნაწილში დასრულდა“, - განაცხადა კომპანიამ. „წნევა საკმარისია, რათა მომავალში გაზის გადატანა დაიწყოს“, - თქვა შვეიცარიულმა კომპანიამ.

ახალი მილსადენი ბალტიის ზღვის ქვეშ გადის, და ორი პარალელური ნაკადისგან შედგება. მას წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტაცია შეუძლია. მშენებლობა სექტემბერში დასრულდა, მიუხედავად პროექტზე რამდენიმეწლიანი დაპირისპირებისა.

მილსადენს გერმანიაში სერტიფიცირების პროცესი ამ დრომდე არ გაუვლია. რეგულატორის განცხადებით, სავარაუდოდ დამტკიცების პროცესი 2022 წლის მეორე ნაწილამდე გაგრძელდება.

მილსადენი გაზპრომის, რუსული სახელმწიფო გაზის გიგანტის კონტროლის ქვეშაა.

დასავლეთის ქვეყნები ბრალს დებენ რუსეთს, რომ მოსკოვი უკანასკნელ კვირებში ცდილობს გაზის მიწოდება შეზღუდოს და დასავლეთზე ზეწოლა გაზარდოს, რომ ამ უკანასკნელმა სერთიფიცირებს პროცესი დააჩქაროს. ეს ყველაფერი კი, უკრაინაში დაძაბული ვითარების ფონზე ხდება, რომლის საზღვარზეც ასაითასობით რუსი სამხედროა მობილიზებული.

გაზსადენი რუსულ გაზს, უკრაინის გვერდის ავლით, გერმანიას მიაწვდის, და ის სექტემბერში დასრულდა. მილსადენის მშენებლობას ვაშინგტონი აქტიურად აპროტესტებდა. უკმაყოფილებას გამოხატავდა ასევე უკრაინა და პოლონეთი. გაზსადენი, კრიტიკოსების განცხადებით, გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე და მოსკოვი ამას პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოიყენებს. ამასთან, კიევი კარგავს გაზის სატრანზიტო ფუნქციას, რაც ქვეყანას შემოსვლის კუთხით, მნიშვნელოვანად აზარალებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG