ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ლიდერი დაკავებულია, თუმცა სხვა საქმეზე“ - სუსის უფროსი "ხელისუფლების დამხობის" საქმეზე საუბრობს


გრიგოლ ლილუაშვილი

„სახეზე გვაქვს ყველა ის ქმედება და ნაბიჯი, რომელიც საბოლოდ, ლოგიკურად უნდა დასრულებულიყო ხელისუფლების დამხობით, შეთქმულების გზით. ჩვენ გამოვაქვეყნეთ კანონიერად ჩაწერილი ფარული მიყურადების კადრები, რომელშიც აშკარად საუბრობენ, სწორედ, ამ გზაზე. ეს იყო აშკარად დაგეგმილი ღონისძიება, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მე პოლიტიკურ შეფასებას არ ვუკეთებ პროცესს, მე სამართლებრივ შეფასებაზე ვსაუბრობ“ - ხელისუფლების შეთქმულების გზით დამხობის საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში ისაუბრა.

გრიგოლ ლილუაშვილი, საქმეზე დასაკითხ პირთა შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე მიანიშნებს და ამბობს, რომ პირის დასაკითხად, „შესაბამისი დრო და პირობებია“ საჭირო.

„სხვათა შორის, ლიდერი დაკავებულია, თუმცა სხვა საქმეზე. ობიექტური გარემოებებიც არსებობს, რის გამოც ჯერ ვერ ხერხდება ამა თუ იმ პირის დაკითხვა, თუმცა მიმდინარეობს აქტიური ღონისძიებები, მათ შორის, ექსპერტიზები ამოღებულ ტექნიკაზე, ტელეფონებზე და ა.შ. დაკითხვა უნდა მოხდეს შესაბამის დროს, იმ პირობებში, როდესაც დასაკითხიც და დამკითხველიც კომფორტულად იგრძნობენ თავს, იქნებიან ჯანმრთელები. ვფიქრობ, ეს მომენტები მალე დადგება" - აცხადებს ლილუაშვილი.

სუსმა ხელისუფლების დამხობის საქმეზე გამოძიება 2020 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს კი, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, სუსში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ ეს საქმე მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თვისა და 10 დღის მანძილზე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ბადრაგმა ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნა.

მესამე პრეზიდენტი რუსთავში 30 დეკემბერს, დაახლოებით, ღამის 3 საათზე მიიყვანეს. თვითმხილველთა თქმით, გორიდან ბადრაგირება, ღამის 2 საათისთვის დაიწყო, სპეცრაზმის და საპატრულო პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაციის ფონზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG