ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია შინ დაბრუნებულ მიგრანტებს დახმარებას სთავაზობს


გერმანია მზადაა, თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებსაც ლტოლვილის სტატუსზე უარს ეტყვის, ერთჯერადად დაეხმაროს, თუ ისინი ნებაყოფლობით საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდებიან. ერთჯერადი დახმარების ოდენობა 3,000 ევროა (3,570 აშშ დოლარი).

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაინტერესებულმა პირებმა ფულადი დახმარების შესახებ განაცხადი 28 თებერვლამდე უნდა შეავსონ, ფულს კი შინ ჩასვლისთანავე გადაუხდიან.

დღეს გერმანიაში თავშესაფრის 115,000 მაძიებელია, რომელსაც საემიგრაციო სტატუსზე უარი უთხრეს, თუმცა ჰუმანიტარული მოტივით, მათი უმეტესობის დემორტაცია ვერ განხორციელდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG