ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში შეზღუდვების შემსუბუქებას განიხილავენ


გერმანიის ნაწილში, კოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას განიხილავენ მას შემდეგ რაც ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით შემცირდა.

ოთხშაბათს ქვეყანაში კოვიდ-19-ის 18,034 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 4000 უფრო ნაკლები, ვიდრე გასულ კვირას. გასულ თვეში მიღებული კანონმდებლობით, ფედერალურმა მთავრობამ გადაადგილების შეზღუდვა დააწესა ქვეყნის ნაწილებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 100-ს ცდება. შეზღუდვები უფრო მკაცრია იქ, სადაც ეს მაჩვენებელი 165-ზე მეტია.

გერმანიის სამ შტატში, ჰამბურგში, ქვემო საქსონიასა და შლესვიგ-ჰოლშტაინში შემთხვევების რაოდენობა 100,000 მოსახლეზე 100-ს ჩამოცდა. ხოლო ბერლინი, ბრანდენბურგი და მეკლენბურგ-წინა პომერანია ამ მაჩვენებელს უახლოვდება.

ბავარიამ სამშაბათს განაცხადა, რომ შტატში კვების ობიექტებს გარეთ მომსახურების საშუალებას დართავს 10 მაისიდან და ტურიზმის სექტორს 21 მაისიდან გახსნის საშუალებას მისცემს. შეზღუდვებს ამსუბუქებს ასევე ქვემო საქსონიაც.

სამშაბათს გერმანიის კაბინეტი დათანხმდა იმ ადამიანებისთვის შეზღუდვების შემცირებას, ვინც სრულად ვაქცინირებულია ან კოვიდ-19 გადატანილი აქვს.

ნელი დასაწყისის შემდეგ, ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში იმატებს და კოვიდ-19-ის გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აღმოჩენილი ადამიანების რიცხვი მცირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG