ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია მოუწოდებს კოსოვოსა და სერბეთს აქტიურად იმუშაონ ურთიერთობის ნორმალიზებაზე


გერმანიამ მოუწოდა კოსოვოსა და სერბეთს, რომ მეტი იმუშაონ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. უკვე 20 წელზე მეტია, რაც ბელგრადმა თავის სამხრეთ პროვინციაზე კონტროლი დაკარგა.

„ახლა არის იმის დრო, რომ გაგრძელდეს ნორმალიზაციის პროცესი და დაიდოს შედეგები“,- განცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა მას შემდეგ, რაც სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა ბელგრადში.

„ძალიან მნიშვენლოვანია, რომ დიალოგი შედგეს და მისი შედეგები დავინახოთ. გერმანია მზადაა, რომ ამ საქმეში მხარეებს დაეხმაროს“,- თქვა მაასმა.

თავის მხრივ, განცხადება გააკეთა სერბეთის პრეზიდენტმაც, რომელმაც თქვა, რომ სერბეთს სურს კომპრომისის მიღწევა და მზადაა დიალოგისთვის.

„სერბეთი არ ეძებს მიზეზებს იმისთვის, რომ კომპრომისს არ მიაღწიოს“,- განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

სერბეთი იძულებული გახდა 1999 წელს კოსოვოზე კონტროლი დაეთმო მას შემდეგ, რაც აშშს ეგიდით ნატოს კამპანიამ დაასრულა ბელგრადის კონფლიქტი კოსოვოში მცხოვრები ეთნიკური ალბანელი სეპარატისტების წინააღმდეგ. 1998-99 წლების კოსოვოს კონფლიქტში 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, თუმცა ბელგრადი ამას არ აღიარებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობამ, ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღიარეს კოსოვოს დამოუკიდებლობა. კოსოვოს დამოუკიდებლობა არ უღიარებიათ სერბეთის მოკავშირეებს-რუსეთსა და ჩინეთს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG