ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში კოალიციური მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკება იწყება


კონსერვატორები და სოციალ-დემოკრატები გერმანიაში კოალიციის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებას იწყებენ.

ქვეყნის კანცლერ ანგელა მერკელის ბლოკი, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა და ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირისგან შედგება და მარტინ შულცის სოციალ-დემოკტრატები მოლაპარაკებას, სავარაუდოდ, ამ კვირაში დაიწყებენ.

პროცესის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, ქრისტიან-დემოკრატებსა და სოციალ-დემოკრატებს შორის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არსებული კოალიცია გახანგრძლივდება.

კონსერვატორები მეორე მხარეს აფრთხილებენ, რომ წინასწარ შეთანხმებული საკითხები აღარ გადაიხედება. მხარეებს შორის ერთ-ერთი მთავარი უთანხმოება მიგრაციის პრობლემებზეა. მარტინ შულცმა რამდენიმე ხნით ადრე განაცხადა, რომ ქრისტიან-დემოკრატებთან კავშირი მათ შესაძლებლობას მისცემს წინ აღუდგნენ ულტრამემარჯვენე ძალებს, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG