ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში ფესტივალზე ავტომობილი შევარდა - არიან დაშავებულები 


გერმანიის შტატ ჰესენში მიმდინარე ფესტივალზე, ავტომობილი მაღალი სიჩქარით შევარდა, რის შედეგადაც 30-მდე ადამიანი დაშავდა. საერთაშორისო მედიის ცნობით, მსხვერპლი არ არის.

"ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილს 29 წლის გერმანიის მოქალაქე მართავდა. ის უკვე დაკავებულია და გადაყვანილია დაკავების იზოლატორში, თუმცა მან ინციდენტში ისეთი დაზიანებები მიიღო, რომ მისი დაკითხვა ჯერჯერობით შეუძლებელია.

ამ დრომდე გერმანიას არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, იყო თუ არა ეს შემთხვევითი ინციდენტი, თუ მძღოლი გამიზნულად დაესხა თავს იქ შეკრებილ ადამიანებს.

ფესტივალზე დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG