ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენად ერთიანია გერმანია დღეს?


ბერლინის კედელის დანგრევას 30 წლის წინ, გაყოფილი ბერლინის გაერთიანება, აღმოსავლეთ გერმანიის გათავისუფლება და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის დასასრული მოჰყვა. კედლის დანგრევიდან სამი ათწლეულის თავზე, გერმანია კვლავ რჩება პოლიტიკური გამოწვევების წინაშე. აღმოსავლეთ გერმანიაში, რადიკალური ნაციონალისტური პარტიები 1989 წლის გაერთიანების სლოგანებს დღეს თავის სასარგებლოდ იყენებენ.

მემარჯვენე რადიკალი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, საკუთარ ამომრჩეველს, აღმოსავლეთში ეუბნება, რომ გაერთიანების იდეას მათთვის სარგებელი არ მოუტანია.

„აღმოსავლეთი და დასავლეთი ჯერ ისევ გაყოფილია. უფრო მეტად, ვიდრე 30 წლის წინ. ჩვენ ეს პროგრესი უნდა დავასრულოთ, რომ ერთიანი გავხდეთ“, - ამბობს ნადინე ჰოფმანი, პარტიის კანდიდატი აღმოსავლეთის ქალაქ თიურინგიიდან. მან თავის ქალაქში, ჰილდბურგჰაუსენში წარმატებას მიაღწია.

მიმომხივლელები ამბობენ, რომ პარტია 30 წლის წინანადელ ჭრილობებს აღვივებს და ამომრჩეველს პირდება, რომ „რევოლუციას დაასრულებს“.

„ისინი ფიქრობდნენ - და სწორი მიზეზებით, რომ ჩვენ, სამ წელში „აყვავებული გარემო“ გვექნებოდა... მათ შორის ეკონომიკულად. თუმცა, ეს ასე არ მოხდა... დღეს ბევრი აღმოსავლეთ გერმანიის მოქალაქე ამბობს, რომ მეორე კლასის მოქალაქეები ვართ... ამ გამოცდილების გამო“, - ამბობს ჰაიკო ფუნკე, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტიდან.

"ალტერნატივა გერმანიისთვის" და სხვა მემარჯვენე ჯგუფებმა, მათთვის ხელსაყრელი საკითხი იპოვეს, როდესაც 2015 წელს გერმანიამ დევნილები მიიღო. თიურინგიასა და სხვა ნაწილებში ამას „გერმანია უპირველეს ყოფლისა“ მოძრაობები მოჰყვა, რომელიც ზოგს ნაცისტურ წარსულსს ახსენებს.

პარტიის „ალტერნატივა გერმანიიისთვის“, მესიჯი ბევრისთვის მისაღებია. პარტია ამ ეტაპზე მთელს გერმანიას ფარავს, თუმცა მისი ბაზა მაინც აღმოსავლეთ გერმანიაა.

„მე 18 წლის ვიყავი და ვიყავი მოწმე, თუ როგორ აჩერებდა ხალხი თავის თანამოქალაქეებს პროტესტის გამოხატვისგან. ვფიქრობ, ამას ვუახლოვდებით, კიდევ ერთხელ“, - ამბობს კატრინი, პარტიის მხარდამჭერი.

მიუხედავად იმისა, რამდენად მისაღები თუ მიუღებელია პარტიის მესიჯი, ნათელია რომ 1989 წლით გაცრუებული იმედები და უკმაყოფილებები გერმანულ საზოგადოებაში კვლავ იჩენს თავს.

მისმა უგულველყოფამ შესაძლოა გერმანიას და, ალბათ ევროპასაც, ავნოს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG