ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დანიამ და გერმანიამ ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს


ორი ქვეყნის ერთობლივი სპეცოპერაციით, ევროპაში 14 ტერორისტი დააკავეს. როგორც ცნობილია, დანიელმა და გერმანელმა სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ერთდროულად ჩაატარეს. სპეცოპერაციის დროს დანიაში 13, ხოლო გერმანიაში ერთი პირი დააკავეს.

ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, 14 პირი ევროპის ტერიტორიაზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა.

"ეს ხალხი შესაძლოა, სამხედრო ისლამიზმით ყოფილიყო შთაგონებული. ჩატარებული ოპერაციის დროს, ხელნაკეთი ბომბის დასამზადებლად საჭირო მასალა აღმოვაჩინეთ" - ამბობს დანიის დაზვერვის სამსახურის უფროსი, ფლემინ დრეიერი.

დაკავების ოპერაციის დროს სამართალდამცავებმა ამოიღეს ისლამური სახელმწიფოს დროშა, იარაღები, მათ შორის სანადირო თოფი და სხვადასხვა ხელსაწყოები, რომელიც ბომბის დამზადებისთვის არის საჭირო.

დანიაში დაკავებულ შვიდ პირს ბრალი უკვე წაუყენეს. პოლიცია ამ დრომდე არ საუბრობს დანარჩენი 7 პირის შესახებ, რომელთათვის ბრალი წარდგენილი არ არის. გერმანული პრესის ინფორმაციით, დაპატიმრებულთა შორს სამი სირიელი ძმაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG