ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარნეგი ჰოლი და სხვა მნიშვნელოვანი სცენები ქართველი მუსიკოსებისთვის


მერაბ ებრალიძის პროექტის “გზა მომავალ თაობას,” მანჰეტენი, ნიუ-იორკი

“გზა მომავალ თაობას” ეს არის პროექტი, რომლის საშუალებითაც ნიუ-იორკში, კარნეგი ჰოლში შვიდი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოს-შემსრულელი წარსდგა. კარნეგი ჰოლის შემდეგ, რამდენიმე გალა კანცერტი ნიუ-იორკის სხვადასხვა მნ იშვნელოვან სცენაზე გაიმართა. ერთ-ერთი მათგანი ბარუქის კოლეჯის “Engelman Recital Hall” - ში.

პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:42 0:00

კლასიკური მუსიკის საღამოში, სხვა მუსიკოსებთან ერთად, საქართველოდან ჩამოსული ხუთი მუსიკოს-შემსრულებელი მონაწილეობდა. შემსრულებლების შერჩევა, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროექტ “გზა მომავალ თაობას” ფარგლებში მოხდა.

გასულ წელს, ნიუ-იორკში დაარსებული ორგანიზაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პიანისტი მერაბ ებრალიძეა. მისი თქმით, პროექტის მიზანი, ახალგაზრდა მუსიკოსების აღმოჩენა და მათ ხელშეწყობაა.

მერაბ ებრალიძე პროექტის შესახებ საუბრობს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:31 0:00

“Engelman Recital Hall”-ში გამართულ საღამოზე, მაყურებლის წინაშე ქართველ შემსრულებლებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და ამერიკის 14 შტატიდან ჩამოსული მუსიკოს-შემსრულებლები წარსდგნენ.

კლასიკური მუსიკის საღამო 2 საათი გაგრძელდა. გარდა ამისა, მაყურებლის წინაშე წარდგნენ, ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლები.

პროექტის ფარგლებში, კონცერტი გაიმართა ფილადელფიაშიც. ხუთი ქართველი შემსრულებლის ამერიკული ტურნე ორგანიზაციამ სრულად დააფინანსა. მათ შორის არის ორი პიანისტი, ორი მევიოლინე და ერთი კლარნეტისტი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG