ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მთავრობამ ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა


გიორგი მარგველაშვილმა 10 ომის ვეტერანს ვეტერანთა მოძრაობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა ხარისხის ორდენი გადასცა

საქართველოს პრემიერი, პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღეს ულოცავენ. ირაკლი ღარიბაშვილმა, გიორგი მარგველაშვილმა, დავით უსუფაშვილმა და ხელისუფლების ბევრმა სხვა წარმომადგენელმა დღეს ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - 9 მაისს! განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ გამარჯვების დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს! 9 მაისი ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღეა, ვინც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოლა - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

გიორგი მარგველაშვილმა ომის ვეტერანებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა და 10 მათგანს ვეტერანთა მოძრაობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა ხარისხის ორდენი გადასცა. 300-მდე ვეტერანს პროდუქტების 100-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. მიმართა რა ვეტერანებს და მადლობა გადაუხადა მათ პირადი თავგანწირვისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი სრულიად საქართველოსაც მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით,

დღევანდელმა გამარჯვებამ მისცა შესაძლებლობა კაცობრიობას, გაეგრძელებინა ცხოვრება“.
XS
SM
MD
LG