ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უილიამ ჰეიგმა თბილისში ვიზიტი დაასრულა


Georgia William Hague
Georgia William Hague
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა თბილისში მოლაპარაკებები გამართა. 8 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ უილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი თბილისში „საქართველოს ევრო–ატლანტიკური კურსის, მისი ტერიტორიული მთლიანობის და მისი დემოკრატიული პროგრესის მიმართ“ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის დადასტურებას ისახავს მიზნად.

ჰეიგმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ვადამდელი ხელმოწერის მიმართ, რაც ივნისში იგეგმება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას უილიამ ჰეიგმა განაცხადა: „ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ევრო–ატლანტიკური ამბიციების მიმართ ძალიან მკაფიოა."

ხუთშაბათს, უილიამ ჰეიგი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს: საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს, დეპუტატ გიორგი კანდელაკს და ნაციონალური მოძრაობის საგარეო საქმეთა მდივანს გიგა ბოკერიას შეხვდა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა;
XS
SM
MD
LG