ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული პოლიცია მოქალაქეების დაკავებას აგრძელებს


რეგიონებში არიან დაკავებულები, რომელთა უდიდესი უმრავლესობა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია - ნინო დალაქიშვილი

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების ტელევიზიებით ჩვენების შემდეგ გრძელდება სამოქალაქო საპროტესტო აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. იუსტიციის სახლის წინ სტუდენტები უკვე მეორე დღეა შიმშილობენ.

უკანასკნელი სამი დღეა, პოლიცია ინტენსიურად ახორციელებს მოქალაქეების დაკავებას და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და შეურაცხყოფის მიზეზით. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეგიონებშიც არიან დაკავებულები, რომელთა უდიდესი უმრავლესობა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია. დღეს მღელვარებაა სხვანეთშიც, სადაც პოლიციამ კახა ჟორჟოლიანი, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ექსპერტ ნინა ხატისკაცის მეუღლე დააკავა, რომელსაც უთანხმოება კომისიის წევრებთან სვანეთში მანამდე არარსებული საარჩევნო სპეცუბნის გახსნის თაობაზე მოუვიდა. საარჩევნო უბანი საგანგებოდ ჯარისკაცებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შეიქმნა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველთა შორის პატიმრების წამების კადრებში ამოცნობილი ორი პირი დასახელდა. „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა კი განაცხადა, რომ მათ მომხრეებზე ზეწოლას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ახორციელებენ ლუკა კურტანიძის, მაჟორიტარობის კანდიდატის ხელმძღვანელობით. კურტანიძემ ზემოხსენებულ ინფორმაციას ცილისწამება უწოდა. ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, აგრეთვე, ისიც, რომ მათ უკან დაუბრუნეს თანხა მოძალადე შემომწირველებს - დავით ჭაკუასა და გაგა მკურნალიძეს.

ნათია ხაინდრავა, გუშინ დაკავებული უფლებადამცველის, დაჩი ცაგურიას მეუღლე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სიცრუეა პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს დაჩიმ და მისმა მეგობარმა, ასევე, დაკავებულმა ირაკლი ალადაშვილმა წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას და ტანსაცმელი შემოახიეს.

„პირიქით, დაჩი და ირაკლი არიან ნაცემები, სრული კანონდარღვევით ჩატარდა სასამართო პროცესიც გუშინ. ჩვენ მოვითხოვთ, გვაჩვენოს პოლიციამ ვიდეოფირები იმ ორი კამერიდან, რომელიც შემთხვევის ადგილზეა დამონტაჟებული და რომელზე დაყრდობითაც ხშირად მისდით საჯარიმო ქვითრები მოქალაქეებს საგზაო წესების დარღვევისას. ფირებს არ გვაჩვენებენ, რადგან ინფორმაცია, რომელიც მასზეა ასახული, დაჩისა და ირაკლის უდანაშაულობას დაამტკიდებდა,“ - აცხადებს ნათია ხაინდრავა.

რამდენად იქონიებს გავლენას შექმნილი ვითარება არჩევნებზე და მის შედეგებზე და რამდენად შეიძლება ვისაუბროთ წამების ამსახველი კადრების წინაასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნებისას პოლიტიკურ სარჩულზე ან დაკვეთაზე, ამის თაობაზე ჩვენთან ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, დესტაბილიზაცია დღეს არც ერთი პოლიტიკური მოთამაშის ინტერესში არაა და სკანდალური კარდების გაშვება მხოლოდ ხუთი პროცენტით თუ იმოქმედებს ნაციონალური მოძრაობის საზიანოდ. რაც შეეხება თავად სისასტიკის ფაქტს, ექსპერტი ამბობს:

„არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ მსგავს კანონდარღვევებს, როგორც ჩანს, წლების მანძილზე ჰქონდა ადგილი სასჯელაღსრულების სისტემაში. პატიმრების გამოსწორების და არადამახინჯების მიმართულებით, მგონი არასწორი პოლიტიკა ხორციელდებოდა.“

პროტესტს ძალადობის წინააღმდეგ მსახიობებიც უერთდებიან. თბილისში აღარ ტარდება მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“, ასევე აღარ მიმდინარეობს სპექტაკლები ბათუმში.
XS
SM
MD
LG