ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიწისძვრა საქართველოში


სიმძლავრემ 5,7 ბალი შეადგინა

დღეს შავ ზღვაში საქართველოს სანაპირო ზოლიდან 46კმ-ში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისქვეშა ბიძგები 17:31 საათზე, 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა. მიწისძვრა განსაკუთრებით იგრძნობოდა დასავლეთ საქართველოში, ასევე თბილისშიც. ნგრევის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მიწისძვრის გამო მობილური კავშირი დროებით შეფერხდა. როგორც სააგენტო "ინტერპრესნიუსს" "ჯეოსელის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ირმა ცქიტიშვილმა განუცხადა, სტიქიის შედეგად კომუნიკაციის პრობლემები დასავლეთ საქართველოში შეიქმნა. რაც შეეხება კომპანია "მაგთიკომს", როგორც თავად განაცხადეს, მათ აბონენტებს ქსელით სარგებლობისას პრობლემები არ შექმნიათ, იუწყება „ინტერპრესნიუსი“.
XS
SM
MD
LG