ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში ნაციონალური მოძრაობის ყრილობა გაიმართა


ნაციონალური მოძრაობის ყრილობა „ახლადგამოჩეკილ მონადირეებს“ ამხელს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:30 0:00
ბმული
დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის ყრილობას დაესწრო, რომელიც თბილისში, „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა. პრეზიდენტმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ნაციონალური მოძრაობის ძლიერ მხარეებზე და განაცხადა, რომ დღეს რიცხობრივი უპრატესობა, მართალია, ქართულ ოცნებას აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა უპირატესობა განათლების ხარისხის, ინტელექტუალური კოეფიციენტის სიმაღლის თვალსაზრისით, ნაციონალური მოძრაობის მხარესაა.

პრეზიდენტმა თავდაპირველად საუბარი საკუთარი ფიზიკური სიმაღლის შესახებ ხუმრობით დაიწყო. მისი განცხადებით, ის, რომ იგი მაღალია, ბევრი პოლიტიკოსისთვის გაღიზიანების მიზეზი ხდება, თუმცა თავად არასდროს ბრაზობს, როდესაც ხვდება მასზე „უფრო მაღალ“ პოლიტიკოსებს. ხუმრობის ქვეტექსტში, რამდენად იგულისხმებოდა მხოლოდ ვიტალი კლიჩკო, უკრაინის დემოკრატიული ალიანსი რეფორმებისთვის, პარტია „უდარ“–ის ლიდერი და მსოფლიოს ჩემპიონი კრივში, რომელსაც დღეს დილით საკუთარ რეზიდენციაში შეხვდა და რომელიც ასევე იმყოფებოდა „ექსპო–ჯორჯიაში“, რა თქმა უნდა არავის დაუკონკრეტებია. ცნობილია, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი სიმაღლესთან დაკავშირებით ხუმრობს.

ხუმრობები პრეზიდენტის გამოსვლის ძირითადი ხაზის თანმდევი იყო. მან იხუმრა მიმდინარე დაპატიმრებებთან დაკავშირებით.

„ბოლო პერიოდში ახალი ბრალდება გაჩნდა საქართველოს სამართლებრივ ლექსიკონში. ახალი ხელისუფლება ამბობს, რომ აკავებს მათ, ვინც მაღალი ინტელექტის მატარებელია. ამ ნიშანს თუ გავყევით, მომავალში დღევანდელი მთავრობის არც ერთ წევრს პატიმრობა არ დაემუქრება,“– განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის ძირითადი მესიჯი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა შეკრებაზე ის გახლდათ, რომ იგი ამ ძალას განიხილავს, როგორც საქართველოს მომავალს.

„შესაძლოა წელს ხმა ბევრმა არ მოგვცა, მაგრამ ეს ადამიანები იზიარებენ იმ პრინციპებს, რასაც ჩვენ. ჩვენ ვართ ის, რაც არ არიან ისინი. ჩვენს მხარესაა სიმართლე, ზნეობრიობა, ესაა ჩვენი უპირატესობა,“– განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ივანიშვილის მთავრობა ხალხს ატყუებს. პრეზიდენმა ლინკოლნის სიტყვებიც მოიშველია და განაცხადა, რომ შესაძლოა ადამიანების მოტყუება ერთხელ, ან ცოტა ხნით, მუდმივად ამის გაკეთება კი შეუძლებელია. მან ახალ მთავრობას „ახლადგამოჩეკილი მონადირეები“ უწოდა.
დღესვე გავრცელდა კადრები პრემიერ ივანიშვილის ინტერვიუდან, რომელიც მან გაზეთ „კვირის პალიტრას“ მისცა. აღნიშნული ინტერვიუ ხვალინდელ ნომერში გამოქვეყნდება, თუმცა მასში არსებული ზოგიერთი პასაჟი უკვე ცნობილია. მაგალითად, დაკავებებთან დაკავშირებით, პრემიერის მოსაზრება შემდეგია:

„სამართლიანობის განცდა უნდა აღდგეს ქვეყანაში, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება ეს იყო. მე რომ სურვილიც მქონდეს, როგორ შევაჩერო ეს პროცესი-მეთქი, სულ ვეკითხები უცხოელებს და ისიც დამიმატებია, თქვენ არც მირჩევდით ასე მოვქცეულიყავი. როგორ, რანაირად შევაჩერებ ამ პროცესს? მივიდე და ვუთხრა, აღარ დაწეროთ განცხადებები, ან პროკურორს ვუთხრა, შეაჩეროს საქმეები? რიგებია პროკურატურაში. დემოკრატია ესაა, სასამართლომ უნდა განიხილოს ყველა საქმე და გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი.“

კომენტარების ნახვა (2)

XS
SM
MD
LG