ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენები ტრამპს საქართველოსთან FTA-ს გაფორმებას სთხოვენ


ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 30 კონგრესმენის წერილით, რომელიც მათ საქართველოს მხარდასაჭერად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუგზავნეს, აშშ-თან „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“ (FTA) გაფორმების მივიწყებული თემა ისევ „გაცოცხლდა“.

კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, რესპუბლიკელი თედ პოსა და დემოკრატი ჯერალდ კონოლის ინიციატივით, გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ „აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში მიმდინარე მაღალი დონის დიალოგმა უნდა ნათლად განსაზღვროს ის ვალდებულებები, რომელიც საჭიროა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებების საწარმოებლად. ამგვარი სახის შეთანხმება სასარგებლო იქნება ამერიკის, საქართველოს, მთლიანად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის“.

წერილის ერთ-ერთი ავტორი, დემოკრატი კონგრესმენი ჯერალდ კონოლი
წერილის ერთ-ერთი ავტორი, დემოკრატი კონგრესმენი ჯერალდ კონოლი

პირველად ეს იდეა სენატორებმა ჯონ კერიმ და დევიდ დრაიერმა გააჟღერეს, როცა 2009 წლის მაისში, „ვაშინგტონ პოსტში“ რუსეთთან ომგადახდილი მოკავშირის მხარდამჭერი წერილი გამოაქვეყნეს, თუმცა მომდევნო წლებში, რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა.

ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას, რომ ეს უმნიშველოვანესი პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ დაამუხრუჭა, ხელისუფლება მუდმივად პასუხობდა, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკება არც დაწყებულა.

პარლამენტის ვიცე სკიპერმა თამარ ჩუგოშვილმა დღეს განმარტა, რომ მოლაპარაკების შეფერხებას „ობიექტური პირობები ჰქონდა, რომელიც ამერიკული მხრიდან მომდინარეობდა“ და ახალმა გზავნილმა მოლაპარაკებას ძლიერი იმპულსი უნდა მისცეს:

კონგრესმენების წერილში ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ანუ, ის, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარებები უნდა დაიწყოს"

„კონგრესმენების წერილში ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ანუ, ის, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარებები უნდა დაიწყოს. როგორც წერილის შინაარსი, ისე ის ფაქტი, რომ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს მხარდამჭერი კონგრესმენების რიცხვი სულ უფრო იზრდება, ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.“

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (FTA) ქვეყნებს შორის ბაზრების გახსნას, ბარიერების მოხსნას, ინვესტიციებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს მოიცავს.

კონგრესმენების წერილი პრეზიდენტ ტრამპს
კონგრესმენების წერილი პრეზიდენტ ტრამპს

საქართველოს ამჟამად, ასეთი რეჟიმი ევროკავშირთან (DCFTA, EFTA), თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან და თურქმენეთთან აქვს დაწესებული.

2017 წელს, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ასევე უნდა ამოქმედდეს ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან. აპრილის დასაწყისში, დელისა და თბილისს შორის მოხდა შეთანხმება წინასწარი კვლევის დაწყების თაობაზე, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამდენად მიზანშეწონილია ინდოეთთან ასეთი რეჟიმის დაწესება.

აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამ დროისთვის 20 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული, მათ შორის, ევროპული სახელმწიფო არ არის. ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის - ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის (T-TIP) ამბიციურ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ პრობლემატურად მიდის.

2001 წლიდან, მას შემდეგ, რაც აშშ-მ საქართველოსთან მიმართებით „ჯექსონ-ვენიკის 1974 წლის შესწორებით“ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვები მოხსნა, 3700 დასახელების ქართული საექსპორტო პროდუქცია, ამერიკის ბაზარზე, პრეფერენციების განზოგადებული სისტემით - GSP (Generalized System of Preferences) გათვალისწინებული შეღავათიანი რეჟიმით სარგებლობს.

რესპუბლიკელი კონგრესმენი თედ პო და მიხეილ ჯანელიძე
რესპუბლიკელი კონგრესმენი თედ პო და მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ამერიკელი კონგრესმენების მხარდამჭერი წერილის კომენტარისას კერძოდ ბრძანა:

საქართველოს აქვს ორპარტიული, მტკიცე მხარდაჭერა ამერიკის კონგრესში. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ამდენი კონგრესმენი საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს და პრეზიდენტს ჩვენთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ მოუწოდებს“

„საქართველოს აქვს ორპარტიული, მტკიცე მხარდაჭერა ამერიკის კონგრესში. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ამდენი კონგრესმენი საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს და პრეზიდენტს ჩვენთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ მოუწოდებს.“

ეკონომიკის ექსპერტების აზრით, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ხანგრძლივი პროცესია. მაღალ გადახდისუნარიან და სტაბილურ საექსპორტო ბაზართან თავისუფლად დაკავშირება კი საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ერთმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით, ამერიკულ ინვესტიციებს იმ სექტორებში გაზრდის, საიდანაც ამერიკაში ექსპორტი ხორციელდება.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში 68 მილიონ დოლარზე მეტი საექსპორტო პროდუქცია გავიდა, აშშ-დან კი 213 მილიონი (აშშ-ს ცნობით - 324 მილიონი) დოლარის იმპორტი განხორციელდა.

2017 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლით, საქართველო-აშშ-ს შორის, ექსპორტი - 30 მილიონს, ხოლო იმპორტი - 55 მილიონ დოლარს აღემატება.

საქართველო - აშშ (1995-2017)

ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი, აშშ დოლარებში

1995 – 628 000(ე) - 43 300 000(ი)

1996 – 1 137 000 - 59 159 000

1997 – 4 247 000 - 102 510 000

1998 – 10 978 000 - 80 832 000

1999 – 10 148 000 -79 487 000

2000 – 7 138 000 -69 567 000

2001 - 8 752 000 - 64 073 000

2002 – 13 453 000 - 68 788 888

2003 – 15 357 000 - 90 728 000

2004 – 21 230 00 - 110 877 000

2005 – 26 748 000 - 146 854 000

2006 – 58 509 000 - 129 608 000

2007 – 149 036 000 - 203 891 000

2008 – 102 197 000 - 358 084 000

2009 – 36 933 000 - 231 622 000

2010 – 187 225 000 - 180 959 000

2011 – 143 466 000 - 245 871 000

2012 – 226 194 000 - 213 468 000

2013 – 137 551 000 - 254 266 000

2014 – 207 365 000 - 287 172 000

2015 – 104 190 000 - 252 974 000

2016 – 68 250 000 - 213 763 000

2017 – 30 222 000 - 55 034 000 (სამი თვე)

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აშშ-დან (1997-2017)

1997 – 96 651 000

1998 – 104 427 000

1999 – 59 151 000

2000 – 38 717 000

2001 – 23 281 000

2002 – 82 183 000

2003 – 72 064 000

2004 – 81 164 000

2005 – 15 025 000

2006 – 182 651 000

2007 – 84 412 000

2008 – 167 920 000

2009 – 59 000 000

2010 – 135 818 000

2011 – 28 106 000

2012 – 20 254 000

2013 – 44 813 000

2014 – 181 866 000

2015 – 18 449 000

2016 – 45 017 000

Facebook Forum

XS
SM
MD
LG