ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ელჩი პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა


საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე პრეზიდენტ ტრამპთან ერთად

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიიღო.

ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს ელჩს მისიის დაწყება მიულოცა. დავით ბაქრაძემ ამერიკის პრეზიდენტთან საუბრისას ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. დონალდ ტრამპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.

"ენთუზიაზმით ვარ განწყობილი ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული არაჩვეულებრივი ორმხირვი ურთიერთობების მომავლის მიმართ," ასე გამეხმაურა შეხვედრას ბაქრაძე სოციალურ ქსელ ტვიტერზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG