ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირაკლი კობახიძის ვიზიტი ამერიკაში


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეერთებულ შტატებში ვიზიტს იწყებს. ირაკლი კობახიძე ამ დღეებში შეხვდება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებს, წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრებს.

დაგეგმილია შეხვედრები კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანთან, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ტედ პოსთან და კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარე პიტერ როსკამთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე ხვდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტებს, ატლანტიკური საბჭოს და გერმანიის მარშალის ფონდის ხელმძღვანელებს. ინფორმაციას დაგეგმილი შეხვედრების შესახებ საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე რამდენიმე საჯარო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის სახელდება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი და კარნეგის მშვიდობის ფონდის ღონისძიებები. ვიზიტი 10 თებერვალს დასრულდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG