ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საუკუნეების შემდეგაც აღფრთოვანებულები ვართ თამარ მეფით," - აშშ-ის ელჩი საქართველოში


მმართველობაში ქალთა როლზე და მნიშვნელობაზე ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ელჩმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამებზეც, რომლებსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებს.

"საქართველომ, ქალთა მმართველობის ხანგრძლივი ისტორიით, გამოცდილებით იცის, რომ ლიდერ ქალებს ბევრის მოტანა შეუძლიათ ქვეყნისთვის. საუკუნეების შემდეგაც აღფრთოვანებულები ვართ თამარ მეფით. შეერთებული შტატები აღიარებს ქალთა მნიშვნელოვან როლს მმართველობაში და არაერთ პროგრამას აფინანსებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, რომ ხელი შეუწყოს პოლიტიკაში ქალების კომფორტულ მონაწილეობას," - განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG