აშშ-ის საელჩო თბილისში ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი კრის სოჩა საქართველოს ახალგაზრდული მოძრაობების „სირცხვილია," „გაბედე" და „შეცვალეს" ლიდერებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური კლიმატი. სოჩამ საქართველოს დემოკრატიული ტრადიციების გაღრმავებაში მსგავსი ჯგუფების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ხმები და მათი მხარდაჭერა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოს დემოკრატიის წარმატებისთვის.
სოჩას შეხვედრების შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
Facebook Forum