ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერგნეთის ბაზრობის ნოსტალგია


ახლადარჩეული პრეზიდენტი დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში ლეონიდ თიბილოვი წინამორბედი ხელისუფლების მემკვიდრეობის გაცნობის პროცესშია. იგი ჩინოვნიკების ცვლილების მყისიერი ტაქტიკით არ გამოირჩევა. მან საყოველთაო რევიზიის გეგმა შეიმუშავა ყველა სტრუქტურისთვის, რათა ზედმიწევნით გაირკვეს რა ქონება გააჩნია სახელმწიფოს და „ვინ რით სუნთქავს“. თიბილოვმა ასევე მოსთხოვა ყველა დაქვემდებარებულ პირს თათბირებზე და შეკრებებზე არასდროს ახსსენონ, სიტყვები „მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, არამედ მოახსენონ დეტალური მდგომარეობის შესახებ.

„ამ ყველაფერს ვაკეთებ არა იმისთვის, რომ ვიღაცას ვებრძვი, არამედ იმიტომ, რომ პირადად ჩემთვის ნათელი იყოს სრული სურათი და დავინახო ვინ რით სუნთქავს“,– ამბობს თიბილოვი.

თიბილოვი ელბრუს კარგიევსაც ჩეხვდა, რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სამხრეთ ოსეთში და კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ „ოსი ხალხი, ისტორიულად მიისწრაფის რუსეთისკებ, თავად კი ამ ნების აღმსრულებელია“.

მიმდინარე კვირას ყველაზე დიდი თავსატეხი ერგნეთის ბაზრობის თემამ შექმნა. ოსურ ინტერნეტფორუმებზე ლამის სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს მერაბ ჩიგოევი, რომელიც 30 აპრილს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმების ფარგლებში გამართულ ტრადიციულ შეხვედრას ესწრებოდა ერგნეთში. განხეთქილების მიზეზად ჩიგოევის განცხადება იქცა ერგნეთის ბაზრობის თაობაზე.

„ეთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ერგნეთის ბაზრის დახურვა წარმოუდგენელი სულელობა იყო, რადგან იქ ყოველდღიურად ერთმანეთს ხვდებოდნენ და ურთიერთობა ჰქონდათ რამდენიმე ათას საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეს. ეს იყო მოედანი, სადაც არა მარტო ხვდებოდნენ ისინი ერთმანეთს, არამედ საერთო ბიზნესი ჰქონდათ და ერთობლივ საქმეს აწარმოებდნენ. ბაზრის დახურვის გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ მიიღო, დაახლოებით ათი წლის წინ, რაც შეცდომა იყო. თუ ამგვარი დავალება იქნება, ჩვენ მზად ვართ ეს საკითხი ერთობლივად განვიხილოთ ქართულ მხარესთან, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა დამათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზეც და თუ იქნება საერთო გადაკვეთის წერტილები როგორც ერთ, ასე მეორე მხარეს, მე ცუდს ამაში ვერაფერს ვხედავ,“– განაცხადა მერაბ ჩიგოევმა.

ერგნეთის ბაზრობა 2004 წელს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიხურა. იქ, სადაც რვა წლის წინ ქართველებისა და ოსების ერთობლივი სავაჭრო დახლები იდგა და სავალუტო ჯიხურები მუშაობდა, ახლა რუსული სამხედრო პოსტია. ოსურ ინტერნეტფორუმებში ავტორები წერენენ: „დაკვეთა, თუნდაც მხოლოდ ეკონომიკური უერთიერთობების აღდგენისა საქართველოსთან, მომდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობისგან, რომელიც დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია სამხრეთ ოსეთის ნორმალური ეკონომიკური განვითარების გზით წაყვანა. მთელ მოსახლეობას დაასაქმებ ჩინოვნიკებად და ძალოვანებად? არ გამოვა. სამართლიანად გაანაწილებ იმ არც თუ ცოტა თანხას, რაც რუსეთიდან შემოდის? უკაცრავად და მერე რით უნდა გამოიკვებონ ბროვცევი და მისი მსგავსები? ჩიგოევმა გაახმოვანა ის, რის შესახებაც ალბათ ყველა ფიქრობს სამხრეთ ოსეთში, ისინი, ვისაც დილაობით აქვს საზრუნავი რით გამოკვებოს ოჯახი და არ იცის როგორ იცხოვროს მომავალში,“– ციტატის დასასრული.

აღნიშნული სტატია სრულდება ამ ისტორიის მეორე ნაწილით, რომელიც ჩიგოევის განცხადების დღეს, დღის მეორე ნახევარში გახმაურდა. წერილში მოყვანილი ციტატის თანახმად, ჩიგოევმა განაცხადა, რომ ერგნეთში გაკეთებული მისი განცხადება სათანადოდ არ იქნა აღქმული და რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება არ აპირებს ბაზრობის გახსნას საკუთარ ტერიტორიაზე, ქართველებს კი უფლება აქვთ მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან, საკუთარ ტერიტორიაზე. ბოლოს კი ჩიგოევმა დასძინა, რომ ოსეთს არ აქვს განზრახული რაიმე ტიპის სავაჭრო ურთიერთობა შესთავაზოს ქართულ მხარეს. ჩიგოევს დღის ბოლოს გაკეთებული ეს ნათქვამი პოზიციის შეცვლად ჩაუთვალეს და მაშინვე რუსულ კვალზე ალაპარაკდნენ.

ერგნეთის ბაზრობის საკითხი არაერთხელ განხილულა ქართულ სივრცეში, თუმცა მისი სრულყოფილი შეფასება ჯერ არ მომხდარა. ქართული ოფიციოზი დაუფარავად საუბრობს იმის თაობაზე, რომ ეთნოსებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით ერგნეთის ბაზრობა ძალიან სასარგებლო იყო, მაგრამ ის ამავდროულად წარმოადგენდა შავ ხვრელს ეკონომიკისთვის. გორში, დაახლეობით ერთი წლის წინა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ამ თემამ კიდევ ერთხელ გაიჟღერა. მაშინ განაცხადეს, რომ სახელმწიფო მუშაობს საკითხზე, რაც ქართველებსა და ოსებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს ეხება. საქმის დეტალები არც მაშინ გახმაურებულა და არც დღესაა რაიმე გადაწვეტილება ცნობილი ამ კუთხით.

XS
SM
MD
LG