ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გავრცელებული მასალებით სუს-ი დიპლომატებს უსმენს


აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი

გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ, სავარაუდოდ ფარული მოსმენებით მოპოვებულ მასალას ასახავს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) სავარაუდოდ ახორციელებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების და მათთან კავშირზე მყოფი ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატების მიყურადებას. გავრცელებული დოკუმენტებიდან სავარაუდოა, რომ სუს-ი ახორციელებდა ამერიკის საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლების და ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მოსმენას.

ტელეარხ „ფორმულას“ ინფორმაციით, უწყება არა მხოლოდ ცალკეული დიპლომატის სასულიერო წარმომადგენლებთან საუბარს, არამედ მაგალითად ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის საკუთარ თანაშემწესთან საუბარსაც უსმენდა.

13 სექტემბერს გავრცელებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, დღეს განცხადება გააკეთა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილის თქმით, ის არ გამორიცხავს ვერსიას, რომ „ამ ყველაფერში“ ჩართული იყოს გიორგი გახარია ან ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. პრემიერი აცხადებს, რომ ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მნიშვნელოვან დანაყოფს კურირერბდა."

„პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, რაც თქვენ მკითხეთ, რომ ხომ არ შეიძლება, თეორიულად ხომ არ არის გამორიცხული, ან შესაძლებელი, რომ ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი, რომელიც, სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და წვდომა ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ინფორმაციასთან“, - თქვა ღარიბაშვილმა.

იქამდე პრემიერ-მინისტრმა, მასალების გავრცელებაში ბრალი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს დასდო.

13 სექტემბერს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მოსმენებითა და მიყურადებით მიღებულ ინფორმაციას შეიცავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG