ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერი მედიის პირისპირ


რადიო თავისუფლების არქივი
რადიო თავისუფლების არქივი

მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები და პრემიერის დამოკიდებლება მის მიმართ


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:26 0:00
ბმული



საქართველოს პრემირ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ჟურნალისტებს რადიო და ბეჭდური მედიიდან შეხვდა. ძირითადი თემა გახლდათ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები და პრემიერის დამოკიდებლება მის მიმართ. პრემიერმა მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, კანდიდატებს შორის ამჟამად არსებული თანაფარდობის შესახებაც განაცხადა. მისი თქმით, ნინო ბურჯანაძეს მოსახლეობის 10 პროცენტის მხარდაჭერა აქვს, 12-დან 15 პროცენტამდე მერყეობს დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა ოდენობა, 1-2 პროცენტი აქვს შალვა ნათელაშვილს. რაც შეეხება ქართული ოცნების კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს, პრემირი ფიქრობს, რომ ის დაახლოებით 60 პროცენტს აიღებს იქიდან გამომდინარე, რომ 20 პროცენტს შეადგენს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია ფავორიტ კანდიდატთან დაკავშირებით. პრემიერი ამბობს, რომ მარგველაშვილისთვის 60 პროცენტზე ნაკლები ხმების რაოდენობა არჩევნებზე შეურაცხმყოფელი იქნება და ურჩევს მას უარი თქვას მონაწილეობაზე არჩევნების მეორე ტურში, თუ ასეთის დანიშვნა გახდა საჭირო. „პრაქტიკულად შეუძლებელია მეორე ტური, 60 პროცენტზე ნაკლები რომ მიიღოს გიორგი მარგველაშვილმა, ესეც შეურაცხმყოფელი იქნება ჩემთვის. არჩევნებზე აუცილებლად მოდით. მოდით მათ, ვისაც გჯერათ ჩვენი, რომ მეც დარწმუნებული ვიყო და მთლიანად ჩვენი გუნდიც თქვენს თანადგომაში. სხვანაირად ძალიან გაჭირდება. არ მოხვალთ თქვენ, მოვლენ ნაციონალების მხარდამჭერები, ესენი ისეთი ხალხია. ეს ხალხი საანალიზოა კიდევ. მე მესმის საზოგადოების ამ ნაწილისაც, გაგებით ვეკიდები. გასაგებია, რომ იქ უამრავი კითხვებია. მე იმასაც გაგებით ვეკიდები, რომ დღეს ნათელაშვილსაც აქვს ერთი თუ ორი პროცენტი. ოცი წელია ატყუებს საზოგადოებას და მაინც დარჩა ხალხი. მე იმათთვისაც ვიღწვი და მომავალშიც გავაგრძელებ. ესაა სწორედ, რაც სჭირდება საზოგადოებას: მეტი განმარტებები და მეტი ანალიზი. გიორგი თარგამაძესაც აქვს ერთი თუ ორი პროცენტი. ამ კაცს მუდამ ეჭირა პოზიცია ქვეყნის საწინააღმდეგო და მოღალატის ეტალონს ჰგავს აქვს ჩემს თვალში, სულ ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყანას არ სჭირდებოდა და ქვეყნის საპირისპირო პოზიცია ეჭირა. იმასაც კი აქვს ერთი თუ ორი პროცენტი. მე ამ ხალხსაც, ამ მოსახლეობასაც გაგებით ვეკიდები. მესმის, რომ ბევრს არ აქვს სწორი ანალიზის გაკეთების უნარი და კიდევ ახერხებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. „შეცდომაში“ მე შეგნებულად ვხმარობ ამ სიტყვას. არ იფიქროთ, რომ ის პრეტენზია მაქვს, რომ მხოლოდ ჩვენ და ჩვენს იდეოლოგიას დაუჭირონ მხარი. როდესაც იქნება იდეოლოგიური ბრძოლა და ესაა, ჩემი ყველაზე დიდი სურვილი, ისეთი საზოგადოება უნდა მივიღოთ ჩვენ, რომ პარტიები აირჩიონ გაცხადებული პროგრამით,“- ამბობს პრემიერი.
პრემიერმა დიდი დრო დაუთმო საუბარს საზოგადოების განვითარებულობის შესახებ. მისი თქმით, ახალქალაქში ბაქრაძის მხარდამჭერები წარბობენ და დასძინა, რომ არანაირი ფორმით არ აპირებს გავლენის მოხდენას ხელისუფლებაზე ან საზოგადოებაზე, რომელსაც ამჯერად თავად ექნება არჩევანის სრული თავისუფლება და რომელმაც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობაც ამ არჩევანიდან გამომდინარე. „საზოგადოების გადასაწყვეტია რა და როგორ მოხდება არჩევნებზე. არავითარ ბერკეტებს ჩვენ არ ვკადრულობთ და არ ვიკადრებთ. პირველ რიგში, ჩვენს გუნდში არ ვიკადრებ, რომ მსგავსი განცხადება გავაკეთო: აბა მიდით ახლა, დაურეკეთ და ასე შემდეგ. ამას არ ვაკადრებ არც ერთ მინისტრს, არ ვაკადრებ საკუთარ თავს. ვერავინ ვერ გაბედავს, რომ შტაბში, როგორც ადრე ხდებოდა, ჩამოყალბდეს გამყალბებლების ჯგუფი და მაჭავარიანი დღემდე ამით ტრაბახობს, რომ დიდი გამყალბებელია და დღემდე აქ რჩება. განვითარება სჭირდება საზოგადოებას, დონეა დღეს-დღეობით დაბალი, მაგრამ როგორიცაა, ამის მიუხედავად, ჩვენ არ დავუშვებთ მახინჯი მეთოდებით ვისარგებლოთ, როგორც ეს ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, შეურაცხყოფა არ მინდა მივაყენო არავის, მაგრამ ლამის რომ მიერეკებოდნენ საარჩევნო ყუთებთან და ხშირად იმდენი არ ცხოვრობდა იმ რეგიონში, რამდენსაც ხმებს ღებულობდა ნაციონალური მოძრაობა, პარტია. ეს არ მოხდება წელს,“- ამბობს პრემიერი.
პრემიერის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი მდგომარეობდა იმაში, რომ ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გაცილებით მეტის გაკეთება შეძლო, ვიდრე ეს რეალურად იყო შესაძლებელი. „ზუსტად რომ მაესტროს ჟურნალისტებმა აბსოლუტურად გამოხატეს თავისი დამოკიდებულება, გეგელია და ტრაპაიძის გადაცემაში. კოკამ მათ მიანიშნა, მაგრამ ისინი არ დაეთანხმნენ. მე ის ვნახე და წავიკითხე კარგად. აბსოლუტურად კარგად ჩანს, როგორ ენატრებათ მათ მიშა. წავიდეს, თავი დაგვანებოსო, ფორსირებულად, რა თქმა უნდა გამოვხატავ გეგელიას პოზიციას. ეს იმის გამო, რომ როგორ გავბედე მე და მათგანაც მოვითხოვე, არგუმენტირებული შენიშვნები,“- განაცხადა პრემიერმა.
დღეს, ვარკეთილში ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრის დროს „ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ თუ არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, ის მონაწილეობას აღარ მიიღებს. ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ კი განაცხად: „როცა პრეზიდენტობის კანდიდატი მეორე ტურში გადადის, ეს იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა მას არჩევნებში მხარი დაუჭირა, ამიტომ ვფიქრობ, არ არის სწორი, თუკი წინასწარ იქნება გაცხადებული, რომ ნდობაგამოცხადებული კანდიდატი შემდგომში, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს იტყვის. ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის საარჩევნო პროცესს და გარკვეულწილად ამომრჩეველზე ზეწოლადაც შემიძლია განვიხილო, რადგან ერთგვარი მინიშნებაა, რომ არჩევნები პირველივე ტურში უნდა დასრულდეს".
XS
SM
MD
LG