ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარგველაშვილის განცხადება ადგილობრივი არჩევნების თარიღზე


საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.

ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ სახელდება და ის აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი. “ამის თაობაზე ვიმუშავეთ და მოვილაპარაკეთ მთავრობასთან, თუმცა აქტი ამ არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოიცემა 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს” - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება ცვლილებებს საქართველოს ორგანულ კანონში, საარჩევნო კოდექსში, საქართველოს პრეზიდენტის აზრით, მათი მიღება საზოგადოების მეტი ჩართულობით უნდა ხდებოდეს და არა ფორსირებულ რეჟიმში. “ჩვენი მოსაზრება არის ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაში არ უნდა ხდებოდეს ფორსირებულად და აუცილებლად უნდა ხდებოდეს ფართო ჩართულობის საფუძველზე. ჩვენ ამ საკითხს მივადევნებთ თვალყურს” - თქვა პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG