ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შობის დღესასწაული


მაცხოვრის შობის დღე საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმაც მიულოცეს

მართლმადიდებელი ქრისტიანების უმრავლესობა დღეს ქრისტეშობას აღნიშნავს. მორწმუნეებისთვის 40-დღიანი მარხვის დასასრულს ტაძრების უმეტეს ნაწილში ღვთისმსახურება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თბილისში, სამების საპატრიარქო ტაძარში საშობაო ღვთისმსახურება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა და საშობაო ეპისტოლე წაიკითხა. შობა საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმაც მიულოცეს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველებს „სულიერი სიმშვიდე და ბედნიერება“ უსურვა. მაცხოვრის შობის დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მიულოცა.
XS
SM
MD
LG