ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შობის სამზადისი


7 იანვარს მართლმადიდებლური სამყაროს დიდი ნაწილი ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ქრისტიანები ქრისტეშობისთვის ემზადებიან. ეთიოპიის, სირიის და ეგვიპტელი კოპტების პატრიარქები უკვე ბეთლემში იმყოფებიან, რათა სამშაბათს შობის დღესასწაულს ქრისტეს დაბადების ადგილზე შეხვდნენ. ბეთლემში იერუსალიმის ბერძენი პატრიარქი, თეოფილე მესამეც ჩავიდა.

7 იანვარს ქრისტეშობას საქართველოსთან ერთად, რამდენიმე სხვა ქვეყნის ქრისტიანები, მათ შორის უკრაინის, სერბეთის, რუსეთის, ბულგარეთის, თუ მონტენეგროს მართლმადიდებლებიც აღნიშნავენ. სომხეთი შობას ერთი დღით ადრე, 6 იანვარს აღნიშნავს.
XS
SM
MD
LG