რომაული კათოლიციზმის წინამძღოლი ჰომოსექსუალებს კარს უღებს, თუმცა ქალების მღვდლად კურთხევის მოთხოვნას ყურად არ იღებს - ანალოგიური შინაარსის სათაურებს დღეს დასავლური მედიის თითქმის ყველა წამყვან საშუალებებში ნახავდით. რომის პაპმა, ფრანცისკ პირველმა განცხადება ბრაზილიიდან რომში დაბრუნების დროს, თვითმფრინავში გააკეთა.
„თუკი ვინმე გეია და ის კეთილი მიზნებით ღვთის ძიებაშია, ვინ ვარ მე, რომ განვიკითხო“ - განაცხადა რომის ახალმა პაპმა საათნახევრის მანძილზე მიმდინარე პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ეკლესია ჰომოსექსუალიზმს ჯერ კიდევ ცოდვად თვლის, მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ საკუთარი ორიენტაციის გამო გეების მარგინალიზება მოხდეს. თუმცა, ისიც დასძინა, რომ აუცილებლად მიაჩნია რა ჰომოსექსუალების საზოგადოებაში ინტეგრირება, გაცილებით უარეს პრობლემად თვლის ზოგადად ლობირების საკითხს, „ამ ორიენტაციის ლობირებას, სიხარბის ლობირებას, მასონების ლობირებას და ასე შემდეგ“.
რაც შეეხება ქალების როლის გაზრდას რომაული კათოლიციზმის მიმდევართა შორის და მღვდლად ქალების კურთხევის საკითხს, ვატიკანის პოზიცია გაცილებით უფრო მტკიცე აღმოჩნდა. რომის პაპის განცხადებით, „აქ ფორმულა მკაცრად განსაზღვრულია. ეს კარი დახურულია“.