ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა


პრემიერ-მინისტრის რანგში ეს ღარიბაშვილის პირველი ვიზიტია აზერბაიჯანში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის რანგში ეს ღარიბაშვილის პირველი ვიზიტია აზერბაიჯანში.

„მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა აზერბაიჯანთან პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღმავების სურვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის ხელისუფლების მყარი მხარდამჭერისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით“ – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG