ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს


"რადიო თავისუფლების" ფოტო
"რადიო თავისუფლების" ფოტო

თბილისში, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის პროცედურა დაიწყო.

ეს იყო პასუხი რამდენიმე საათით ადრე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ოფიციალური დამასკო საქართველოს ორ რეგიონს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ცნობს და რომ მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობები საელჩოების დონეზე მყარდება.

ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, რომ სირიის რეჟიმმა აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილება “რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად” მიიღო.

საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯს “საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების და პრინციპების უხეშ დარღვევად” აფასებს. საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს სათანადო შეფასება მისცეს ბაშარ ალ-ასადის კიდევ ერთ უკანონო გადაწყვეტილებას და შესაბამისი ზომები გაატაროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG