ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღარიბაშვილი ბორელს ბრიუსელში შეხვდა


რადიო თავისუფლების" ფოტო
რადიო თავისუფლების" ფოტო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. როგორც ბრიუსელში მყოფი მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და მაღალი შეფასება მიეცა ევროკავშირის მედიაციას.

„მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჟოზეფ ბორელთან. ყურადღება გავამახვილეთ ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებზე და მაღალი შეფასება მივეცით ევროკავშირის მედიაციას. განვიხილეთ გეოპოლიტიკური სურათი და გამოწვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აქცენტი გაკეთდა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაზე, წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობასა და ჩვენს სამომავლო დღის წესრიგზე,“- წერს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში უკვე მეორე დღეა ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG