ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტში


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტი ვირტუალურ რეჟიმში წელს, 9-10 დეკემბერს გაიმართება.

ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია თავიდანვე ხაზს ხაზს უსვამდა, რომ დემოკრატიული მმართველობის გაცოცხლება-გაუმჯობესება აშშ-სა და მსოფლიოში არის უმნიშვნელოვანესი მიზანი ამერიკელებისთვის და ასევე, თანამედროვეობის გამოწვევების დასაძლევად. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, დეკემბერში პრეზიდენტი ბაიდენი პირველ ასეთ სამიტს გამართავს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. ფორუმი დასახავს გზებს ქვეყნებში დემოკრატიის განმტკიცებისა და ამავე დემოკრატიებში გაერთიანებული მოქმედებით, დიდი გამოწვევების გადასალახად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG