ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიორგი გახარია სკოლების, ბაგა-ბაღების, კინო-თეატრების გახსნაზე საუბრობს


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში სკოლები 15 სექტემბრიდან, ბაგა-ბაღები კი პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება.

„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს პირველი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან“ - აცხადებს გახარია.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე კი განმარტავს, რომ თეატრში მომხმარებლის ყოფნის მაქსიმალური დრო 3 საათი იქნება. ამასთან, მისი ინფორმაციით, დარბაზში მაყურებელი ერთი სკამის გამოტოვებით განთავსდება და სავალდებულო იქნება პირბადის გამოყენება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG