ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი შვიდეულის ლიდერები ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობენ


დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები იაპონიაში ჩავიდნენ, რათა მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენები განიხილონ. 7 ქვეყნის ლიდერმა დაგმო ჩინეთის წეზოლა ტაივანზე და რუსეთის მუქარა იმასთან დაკავშირებთ, რომ ბელარუსში ატომური იარაღის საწყობს განათავსებს. გარდა ამისა დიდმა შვიდეულმა რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში დაწყებული ომის გამო, სანქციების მორიგი სერია დაანონსა.

"ერთობის ისეთი სიძლიერე, როგორც ახლაა დიდი შვიდეულის მინისტრებს შორის, აქამდე არასდროს მინახავს",- განაცხადა იაპონიის ქალაქ კარუიზავაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ერთიანობის ჩვენება განსაკურებით მნიშვნელოვანი მას შემდეგ გახდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა შეამციროს ამერიკაზე დამოკიდებულება და ფრთხილი უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ გაერთიანება ტაივანის კრიზისში არ ჩაითრიონ. მაკრონის განცხადებებმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

პეკინი, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს, აცხადებს, რომ დიდი შვიდეულის განცხადებები ტაივანთან დაკავშირებით, ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა.

დიდი შვიდეულის კომუნიკეში, რომელიც შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, საუბარია იმაზე, რომ სამდღიანი შეხვედრის მიზანი სწორედ იმის განხილვაა, როგორი ზეგავლენა აქვს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას, ჩინეთის გეგმებზე ტაივანთან დაკავშირებით.

დიდი შვიდეული მოიცავს ამერიკას, იაპონიას, გერმანიას, ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიასა და კანადას. მათ რუსეთს მიერ ბელარუსში ატომური იარაღის განთავსების მუქარას " მიუღებელი" უწოდეს. "ნებისმიერი ტიპის ქიმიური, ბიოლოგიური, თუ ატომური იარაღის გამოყენებას უკრაინაში, მოყვება შესაბამისი მძიმე შედეგები",- ნათქვამია დიდი შვიდეულის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გასულ თვეს, რუსეთს პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი აპირებს ბელარუსში ახლო მანძილზე მოქმედი ე.წ ტაქტიკური ატომური იარაღის განთავსებას.

ეს პირველი შემთხვევაა ცივი ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ატომური იარაღის განთავსება სხვა ქვეყანაში მოისურვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG