ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთს მაკრონის ვიზიტის შემდეგ სტუმრობს


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხუთშაბათს, ჩინეთში ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის მიზანი პეკინთან დაკავშირებით ევროკავშირის საერთო პოლიტიკის წარმოჩენაა. ეს საკითხი აქტუალური საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ და მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა აქტუალური. მან მიანიშნა, რომ კონტინენტზე არ არსებობს ერთიანობა ჩინეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

მაკრონის განცხადებებს აშშ-სა და ევროპაში კრიტიკული რეაქციები მოჰყვა. მან ევროკავშირს ამერიკის შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მოუწოდა. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ინტერესებში არ შედის ტაივანთან დაკავშირებით კრიზისში აღმოჩენა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იქნას "ამერიკული რიტმით და ჩინეთის გადაჭარბებული რეაქციით".

ბევრმა ევროპელ პოლიტიკოსს, დიპლომატს და ანალიტიკოსს მიიჩნია მაკრონის კომენტარები, "პოლიტიკოსთან" და ფრანგულ გაზეთ "ლე ექოსთან" ინტერვიუებში პაკინისთვის გაკეთებული საჩუქარი იყო, რადგან ჩინეთის კომუნისტური პარტია ტრანსატლანტიკური ერთიანობის შერყევას ცდილობს.

შედეგად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის პირველი ვიზიტის მიმართ ყურადღება გაიზარდა. ევროკავშირის ბევრი წევრი იმედოვნებს, რომ ბერლინი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას ჩინეთთან დაკავშირებით ევროკავშირის მკაფიო და ერთიანი ხაზის საჩვენებლად.

„ახლა საუბარია ზიანის კონტროლზე დიდი ხარისხით... მაგრამ მაკრონის ვიზიტის შემდეგ დატოვებული ღრუბელი ძალიან სქელია და ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად მოხერხდება მისი დაბალანსება“, - ამბობს ალიჩა ბაჩულსკა, ჩინეთი-ევროკავშირის ურთიერთობების მკვლევარი, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოდან.

"ბერბოკმა გარკვევით უნდა აჩვენოს გერმანიის პოზიცია ტაივანთან დაკავშირებით", - განუცხადა გერმანელმა პარლამენტარმა ნილს შმიდმა „როიტერს“.

საგარეო საქმეთა მინისტრი ორდღიან მოგზაურობაში თავის კოლეგას ჩინ განგსა და ჩინეთის წამყვან დიპლომატს ვანგ იის შეხვდება.

ვიზიტის წინ სიტყვით გამოსვლისას, ბაერბოკმა თქვა, რომ მის დღის წესრიგში მთავარი იქნება ჩინეთს მოუწოდოს, მოახდინოს გავლენა რუსეთზე, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით და ხაზი გაუსვას საერთო ევროპულ პოზიციას, რომ ტაივანის სრუტეში სტატუს კვოს ცალმხრივი ცვლილება მიუღებელია.

XS
SM
MD
LG