ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთი რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესებას განიხილავს


დიდი შვიდეულის სამიტი, გერმანია.

დიდი შვიდეული შეთანხმდა, რომ განიხილავს იმ რუსული ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვას, რომელიც გარკვეულ ფასზე მაღალი ღირებულებით გაიყიდა. რაც გულისხმობს, რომ დასავლელი მოკავშირეები, ნავთობის ფასის ზედა ზღვრის ლიმიტებს განსაზღვრავენ.

უკრაინის ომი და მისი დრამატული ეკონომიკური შედეგები, განსაკუთრებით საკვებისა და ენერგიის მზარდი ფასების ზრდა და ინფლაცია, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების შვიდეულის სამიტის განსახილველი ერთ-ერთი საკითხი იყო.

ნავთობის ფასის ლიმიტი, დასავლეთის მიერ, რუსეთზე დაწესებულ სანქციებს კიდევ უფრო გააძლიერებს. სამიტის მასპინძელი ქვეყნის, გერმანიის კანცლერი შოლცი აცხადებს, რომ სანქციები იმოქმედებს იქამდე, ვიდრე ვლადიმირ პუტინი უკრაინაში რუსეთის მარცხს არ დათანხმდება.

„გამოსავალი მხოლოდ ერთია - პუტინმა აღიაროს, რომ უკრაინაში მისი გეგმები წარმატებას ვერ აღწევს“ - განაცხადა სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე ოლაფ შოლცმა.

დიდი შვიდეული ფასების ლიმიტის დაწესებას პრევენციულ გზად განიხილავს იმისთვის, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრით ვერ ისარგებლოს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა, მკვეთრად გაზარდა ენერგორესურსების ფასები.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ივნისის ყოველთვიური ანგარიში აჩვენებს, რომ მაისში, ნავთობის ექსპორტიდან რუსეთის შემოსავალი გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ გაყიდული ნავთობის მოცულობა შემცირდა.

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ლიმიტი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენი უნდა გადაუხადონ სხვა ქვეყნებმა რუსეთს ნავთობში, შეამცირებს „რესურსებს, რომლებიც ომის საწარმოებლად [პუტინს] აქვს. ამასთან, ნავთობის გლობალურ ბაზარზე, სტაბილურობასა და მიწოდების უსაფრთხოებას გაზრდის.“

კრემლის საპასუხო განცხადებით, თუ დასავლეთი რუსულ გაზზე ფასის ლიმიტს დააწესებენ, რუსული გაზის გიგანტი „გაზპრომი“ შეეცდება მიწოდების ხელშეკრულებების პირობები შეცვალოს.

XS
SM
MD
LG