ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდმა შვიდეულმა უკრაინაზე იმსჯელა


ბრიუსელში შეკრებილი დიდი შვიდეულის ლიდერთა მსჯელობის თემა რუსეთის აგრესია და უკრაინის კრიზისი იყო

მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელში გამართული დიდი შვიდეულის შეხვედრაზე უკრაინის კრიზისზე და მასში რუსეთის მონაწილეობაზე იმსჯელეს. დილით გამართული ერთობლივი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი ობამა დიდი ბრიტანეთის პრემიერს, დევიდ კამერონს შეხვდა. საღამოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი პარიზში მიფრინავს და საფრანგეთის პრემიერ ფრანსუა ოლანდთან სადილს დაესწრება.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამიტზე მიწვეული არ იყო. დიდი შვიდეულის ლიდერებმა მოსკოვს მოუწოდეს პატივი სცეს უკრაინაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, სრულად გამოიყვანოს უკრაინის საზღვართან შეკრებილი ჯარის ნაწილები და შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მებრძოლების და შეიარაღების გაგზავნა. დიდი შვიდეულის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება და დაწესდება „მნიშვნელოვანი დამატებითი შეზღუდვები“, რაც მოსკოვს კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG