ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს G-20 უმაღლესი დონის შეხვედრის ბოლო დღეა


დღეს G-20 უმაღლესი დონის შეხვედრის ბოლო დღეა
დღეს G-20 უმაღლესი დონის შეხვედრის ბოლო დღეა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი მიუნგ ბაკმა G-20 უმაღლესი დონის შეხვედრის ბოლო დღეს სეულში განაცხადა, რომ ოცი წამყვანი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა დიდ წინსვლას მიაღწიეს მთელ რიგ საკითხებში. პრეზიდენტმა ლიმ ოპტიმისტური განცხადებით გახსნა უმაღლესი დონის მეორე და დასკვნითი დღე, თუმც დაწვრილებით არაფერი უთქვამს თუ რა დარგებში იქნა მიღწეული წინსვლა. აშკარა იყო აზრთა სხვაობა სავაჭრო დისბალანსის საკითხზე, რამაც დიდი დეფიციტი გამოიწვია ისეთ იმპორტიორ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ. როგორც ამ უმაღლესი დონის შეხვედრაზე ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს მოთათბირეები დღეების განმავლობაში ცდილობდნენ შეემუშავებინათ დასკვნითი ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ამ უმაღლესი დონის შეხვედრის მიწურულს უნდა გამოქვეყნდეს.

XS
SM
MD
LG