ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმას რეაქტორები კვლავ ამუშავდება


რეაქტორებს ინსპექცია ბირთვულმა რეგულატორმა უნდა ჩაუტაროს

დაზიანებული ფუკუშიმას ბირთვული ელექტროსადგურის ოპერატორი კომპანია ერთერთი სადგურის ცალკე ამუშავებას გეგმავს.
ტოკიოს ენერგო კომპანიამ ტეპკომ იაპონიის ბირთვულ რეგულატორს თხოვნით მიმართა, სადაც კაშივაზაკი კარივას ორი რეაქტორის ამუშავებას ითხოვს. ეს რეაქტორები ტოკიოს ჩრდილო-დასვალეთით 300 კილომეტრზე მდებარეობს.
რეაქტორებს ინსპექცია ბირთვულმა რეგულატორმა უნდა ჩაატაროს, რის შემდეგადაც სადგურის ამუშავებას იაპონიის მთავრობის თანხმობაც დასჭირდება.
პრემიერ მინისტრი შინზო აბე და მისი კონსერვატიული მთავრობა ცდილობენ, იაპონიის კიდევ 50 ბირთვული რეაქტორი აამუშავოს, რომლებიც 2011 წელს ფუკუშიმას კრიზისის დროს დახურეს.
XS
SM
MD
LG