ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმას ბირთვულ სადგურს მთავრობა დაეხმარება


ბირთვული რეაქტორიდან რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვა რამოდენიმეჯერ მოხდა

იაპონიის მთავრობა ფუკუშიმას ბირთვული რეაქტორიდან რადიოაქტიური წყლის გაჟონვის განმეორებითი ფაქტის გამო, საწარმოს დასახმარებლად 450 მილიონ დოლარს გამოყოფს. ქვეყნის პრემიერის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად, ის დარწმუნებულია, რომ სიტუაცია გამოსწორებადია და ხელისუფლება პრობლემის დადებითად გადაწყვეტას შეძლებს.

2011 წელს მომხდარი მიწისძვრის და ცუნამის შემდეგ ტეპკო, ტოკიოს ელექტრომომარაგების კომპანია რამდენიმე მნიშვნელოვან დაზიანებასთან გამკლავებას ცდილობს. ფუკუშიმას ბირთვული რეაქტორიდან რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვა რამოდენიმეჯერ მოხდა.
XS
SM
MD
LG