ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რადიაციის ახალი კერა


ფუკუშიმას ელექტრო-სადგურის რეზერვურებში რადიოაქტიული წყალი აღმოაჩინეს

იაპონიის ფუკუშიმას ბირთვული ელექტროსადგურის ოპერატორის განცხადებით, სადგურის ტერიტორიაზე არსებულ რეზერვუარებში წყალი რადიოაქტიულია , თუმცა გაჟონვის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დღეს ტოკიოს ელექტროსადგურის კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რადიაციის საშიში მაღალი დონე ორ ადგილასაა აღმოჩენილი.
ტეპკოს პრესცენტრის განცხადებით, რეზერვუარების ახლომდებარე ტერიტორიაზე რადიაცია არ დაფიქსირებულა, თუმცა არსებობს ალბათობა იმისა, რომ რეზერვუარებიდან გაჟონვა მაინც მოხდეს.
არსებულმა ფაქტმა ეჭვქვეშ დააყენა წყლის რეზერვუარების უსაფრთხოება, რომელთა ფუნქციაში რეაქტორის გაგრილება შედის.
XS
SM
MD
LG