ტოკიოს ელექტრომომარაგების კომპანიის „ტეპკოს“ განცხადების მიხედვით, ფუკუშიმას ბირთვულ სადგურზე მორიგი გაჟონვა მოხდა. სადგურის ოპერატორის ცნობით, სანაპირო ზოლზე მდებარე საწარმოს საწყობიდან დაახლოებით 300 ტონამდე რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა.
კომპანია „ტეპკო“გაჟონვის მიზეზების დადგენას ცდილობს და აცხადებს, რომ საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერჯერობით რადიაციის დონე მნიშვნელოვნად არ მომატებულა. თუმცა, დატბორილ მონაკვეთზე რადიაციული გამოსხივება საათში 100 მილისივერტს აღემატება, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ ითვლება. ორგანიზაცია ტერიტორიას ასუფთავებს და აცხადებს, რომ წყლის გაჟონვა წყნარ ოკეანეში არ მოხდება.