ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დომინიკ სტრაუს კანს ბრალდებას მოუხსნიან


ბრალდება სავარაუდოდ იმ 12 ადამიანსაც მოეხსნება, რომლებსაც სტრაუსთან დაკავშირებულ საქმეში ორგანიზებულ დანაშაულში ედებოდათ ბრალი

ფრანგი პროკურორები მოითხოვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ დირექტორს დომინიკ სტრაუს კანს სექსუალური ძალადობის ბრალდება მოეხსნას.
დღეს ქალაქ ლილეში პროკურორებმა განაცხადეს, რომ სტრაუს კანის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს გააუქმოს თუ არა სტრაუს კანის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი.

ბრალდება სავარაუდოდ იმ 12 ადამიანსაც მოეხსნება, რომლებსაც სტრაუსთან დაკავშირებულ საქმეში ორგანიზებულ დანაშაულში ედებოდათ ბრალი.

შეგახსენებთ, რომ შარშან სტრაუს კანს 2010 წლის დეკემბერში , ნიუ იორკის სასტუმროში სექსუალური ძალადობის ბრალდება წაუყენეს.
XS
SM
MD
LG