ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრანგი ავიადისპეჩერები გაიფიცნენ


გაფიცვის ორგანიზატორთა განცხადებით, ევროპის ცალკე საფრენი ზონა მათ სამუშაო პირობებზე უარყოფითად აისახება

დღეს ფრანგმა ავიადისპეჩერებმა სამდღიანი გაფიცვა დაიწყეს, რითაც ევროკავშირის გეგმას აპროტესტებენ. გეგმის მიხედვით, სექტორმა ლიბერალიზაცია უნდა გაიაროს და უნდა შეიქმნას ცალკე საჰაერო სივრცე.
გაფიცვის ორაგნიზატორთა განცხადებით, ევროპის ცალკე საფრენი ზონა მათ სამუშაო პირობებზე უარყოფითად აისახება.

საფრანგეთში ასობით რეისია გადადებული. ხვალიდან ანალოგიური პროტესტის ფორმას სხვა ქვეყნების საჰაერო დისპეჩერებიც მიმართავენ.

ევროკავშირის კომიტეტის განცხადებით, საჰაერო გეგმა უსაფრთხოების გაძლიერებას, ჰაერის დაბინძურების შემცირებას და საჰაერო მოძრაობის ფასების დაკლებას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG