ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზში საპროტესტო აქცია დაარბიეს


საფრანგეთში უმუშევართა რაოდენობამ სამ მილიონს მიაღწია

სამშაბათს, საფრანგეთის პოლიციამ ასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეები პარიზში გამართული ავტოშოუს წინ, უმუშევრობის გაზრდას აპროტესტებდნენ.

ეროვნული პროფკავშირების კონფედერაციის მიერ მოწყობილი დემონსტრაციები დაემთხვა პერიოდს, როდესაც საფრანგეთში უმუშევართა რაოდენობამ სამ მილიონს მიაღწია.

პროფკავშირების ლიდერმა, ბერნარდ ტიბოლტმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ეკონომიკა ოდნავაც არ გაუმჯობესებულა მას შემდეგ, რაც ქვეყანას სოციალისტი პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი მართავს.

პრეზიდენტი ოლანდი საარჩევნო კამპანიის დროს ბიუჯეტის შემცირებას და სამსახურიდან დათხოვნის არასამართლიან ტაქტიკას აკრიტიკებდა. ანალიტიკოსთა განცხადებით, ფრანსუა ოლანდი ამჟამად ბიუჯეტის შეკვეცის და პროფკავშირების მხარდამჭერთა შორის დაპირისპირებაში მოექცა.
XS
SM
MD
LG