ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის ნაციონალისტი და ცენტრისტი კანდიდატები იბრძოლებენ


ემანუელ მაკრონი

კვირას საფრანგეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 50-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა, თუმცა მეორე ტურში ერთმანეთს ცენტრისტი კანდიდატი ემანუელ მაკრონი და ნაციონალისტი მაირნ ლე პენი დაუპირისპირდებიანნ.

39 წლის ახალი ცენტრისტული პარტიის, „ონ მარშის“ ლიდერმა, ემანუელ მაკრონმა ხმების თითქმის 24 % დააგროვა, რაც მხოლოდ 2 %ით აღემატება მისი მთავარი კონკურენტის - ლეპენის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობას.

მაკრონს უკვე მიულოცეს გერმანიის მთავრობის წევრებმაც. ანგელა მეკელმა ამს „ყველაფერი საუკეთესო“ უსურვა, საგარეო საქმეთა მინისტრი კი ასევე გამოეხმაურა არჩევნებს:

„დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში ის დაამარცხებს მემარჯვენე პოპულიზმსა და ანტ-ევრიპულ ძალებს“, - დაწერა სიგმარ გაბრიელმა სოციალურ ქსელ ტვიტერში.

არც ისე შორეულ წარსულში კერძო საბანკო-საინვესტიციო სფეროში მოღვაწე მაკრონს ბოლოს ოლანდის მთავრობაში ეკონომიკის მინისტრი იყო, თუმცა მას აქამდე არასდროს არ დაუკავებია არჩევითი თანამდებობა.

ამ ორ კანდიდატს, საგარეო პოლიტიკის და ევროკავშირის მიმართ მკვეთრად განსხვავებული პოზიცია აქვთ. ლე პენი გამარჯვების შემთხვევაში, აპირებს რეფერენდუმის ჩატარებას, ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის გადახედვის მიზნით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG