ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში არჩევნების მეორე ტური შედგება


საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, პირველ ტურში ორი ლიდერი კანდიდატი გამოიკვეთა. ესენი არიან 39 წლის ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ნაციონალისტი მარინ ლე პენი. მეორე ტური 7 მაისს შედგება. მიმომხილველებმა მოვლენათა ამგვარი განვითარება პოლიტიკურ მიწისძვრას შეადარეს.

თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში პირველად ხდება, რომ პრეზიდენტობისთვის არატრადიციული პარტიის წარმომადგენლები იბრძოლებენ. ამგვარი არჩევანით ფრანგმა მოქალაქეებმა პოლიტიკური ისტებლიშმენტის წინაააღმდეგ გაილაშქრეს. არჩევნების საბოლოო შედეგზე დამოკიდებულია, დარჩება თუ არა საფრანგეთი ევროკავშირის წევრად.

გუშინდელი საღამოს მონაცემებით, ემანუელ მაკრონმა ხმათა 23.8 პროცენტი მიიღო, მარინ ლე პენმა კი - 21.7 პროცენტი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG