ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარინ ლე პენს პლაგიატობის გამო თავის მართლება უწევს


საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატი მარინ ლე პენი საპირველმაისო მიმართვის შემდეგ, ფართო კრიტიკის საგანი გახდა. მისი მიმართვის ტექსტის ელემენტები ძალიან გავდა რამდენიმე ხნის წინ, თავისივე მეტოქის, ფრანსუა ფიიონის სიტყვის შინაარსს.

საუბარია აქცენტებზე საფრანგეთის გეოგრაფიაზე, მის “სამ სანაპირო საზღვარზე” და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ციტატაზე, რომელიც ერთი თვის წინ ჯერ ფიიონმა გამოიყენა, შემდეგ კი ეს ნაწილი სიტყვა-სიტყვით მარინ ლე პენმა გაიმეორა. ლე პენის მოადგილემ ფლორიან ფილიპომ განაცხადა, რომ ეს ფიიონის გამოსვლასთან თანხმობის ნიშნად გაკეთდა.

7 მაისს მარინ ლე პენი ემანუელ მაკრონთან ერთად მონაწილეობას საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდში იღებს. ბოლო გამოკითხვებით, მაკრონი მცირე უპირატესობით, 23.8 პროცენტით ლიდერობს. ლე პენი კი მოსახლეობის 21.5 პროცენტს მოსწონს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG