ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მშრომელთა საერთაშორისო დღეს მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ


სტამბოლში პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააპატიმრა, რომლებიც ტაქსიმის მოედანზე მშრომელთა საერთაშორისო დღეს, აკრძალვის მიუხედავად, მაინც აღნიშნავდნენ.

ყოველი წლის პირველ მაისს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მშრომელები და უფლებადამცველი აქტივისტები ქალაქების ცენტრებში, ქუჩებში გამოდიან.

საბერძნეთის პროფკავშირებმა 1 მაისი 24 საათიანი საერთო ეროვნული გაფიცვით აღნიშნა, ეს იმის ფონზე ხდება, როცა ქვეყანა კრედიტორების მიერ ნაკარნახევი „მეტი მომჭირნეობის“ პოლიტიკასთან გამკლავებას ცდილობს.

ფილიპინების მშრომელებმა და პროფკავშირების წევრებმა, მაისობა დედაქალაქ მანილას ქუჩებში მსვლელობით აღნიშნეს. მშრომელები გამოვიდნენ ჯაკარტის ქუჩებშიც.

საფრანგეთის საპრეზიდენტო მეტოქეები, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი ასევე ცალცალკე აქციებს მართავენ. იმართება ორივე კანდიდატის საწინააღმდეგო დემონსტრაციებიც.

შეერთებულ შტატებში, სამაისო დემონსტრაციების შინაარსი შრომიდან იმიგრანტების თემას დაუკავშირდა. მოსალოდნელია, რომ ათიათასობით ადამიანი პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკის შედეგად გახშირებულ დეპორტაციებსაც გააპროტესტებს.

კუბაში კი ეს პირველი მაისობა იქნება ფიდელ კასტროს გარეშე და ბოლო რაულ კასტროს მმართველობის ქვეშ, რომელმაც პირობა დადო, რომ თებერვალში თანამდებობას დატოვებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG