ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის კრიზისი გლობალური მედიის ყურადღებას იქცევს


სიმფეროპოლი, 1 მარტი, 2014

უკრაინის კრიზისი გლობალური მედიის ყურადღებას იქცევს. გაჩნდა განსხვავებული შეხედულებები, გადაწყვეტილების და კონფლიქტის დარეგულირების ალტერნატიული ვარიანტები. გაზეთები, ბლოგები და სხვა მედია საშუალებები კომენტარებს და სარედაქციო მოსაზრებებს აქვეყნებენ იმასთან დაკავშირებით თუ ვინ არის დამნაშავე და რა უნდა გაკეთდეს ახლა. თქვენს ყურადღებას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებზე გავამახვილებთ.

“როცა პუტინი ჩემს ქვეყანაში შეიჭრა” ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთ “ვაშინგტონ პოსტში” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

“რატომ უნდა განიცადოს დასავლეთმა თუ რა ხდება უკრაინაში? ჩვენ ვხეავთ არა მხოლოდ ევროპის უდიდესი ქვეყნის დანაწევრებას, არამედ ცივი ომის შემდგომი ევროპის წესრიგის ნგრევას.

ეს წესრიგი ცხად წესებს ეფუძნებოდა, რომლებიც არა მხოლოდ იცავს პატარა ქვეყნებს, არამედ დიდი ქვეყნების სტაბილურობას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს, იცავს უმცირესობებს და მშვიდობიანი მექანიზმებით არეგულირებს კონფლიქტებს.

დაფიქრდით თუ რა შედეგები მოჰყვება თუ კონტიტენტის საზღვრები, ეთნიკური ხაზების გასწვრივ გაივლება. წესების არარსებობის შემთხვევაში ძალადობის და დესტრუქციის ციკლი გარდაუვალია.

ეს შედეგი ჯერ კიდევ შესაძლებელია თავიდან აცილებულ იქნას. ამერიკის სანქციები, რომლებიც ხუთშაბათს გამოცხადდა,კარგი პირველი ნაბიჯია. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს, ევროპას კი საკუთარი რეაქციის განმტკიცება ესაჭიროება.

უკრაინა, საქართველო და მოლდოვა დაჩქარებული ტემპით ევროკავშირში უნდა დაუშვან, ისევე როგორც მათ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა გადაეცეთ, რათა რუსეთმა დაინახოს, რომ მას არ შესწევს ძალა მიზნებს არალეგალური საშუალებით მიაღწიოს.”

“აღიარე უკრაინა; მოამზადე ნატოს ჯარები”-ამბობს ზბიგნევ ბრჟეზინსკი, აშშ ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი. ეს სტატია გაზეთმა “ქრისჩიან საიენს მონიტორმა” გამოაქვეყნა.

“დასავლეთის სტრატეგია, ამ მომენტში, ვლადიმირ პუტინის დაგეგმარების პროცესს უნდა ართულებდეს. მას არ უნდა ქონდეს კონფლიქტის თავიდან აცილების ალტერნატიული ვარიანტები. არამედ, მას უნდა გავაგებინოთ, თუ რა ძალიან უარყოფითი შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებას.

ალტერნატიულ ვარიანტებში მე ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთს უნდა მივუთითოთ- ჩვენ, უკრაინაში, მშვიდობიან გარიგებას ვანიჭებთ უპირატესობას და რომ ნატომ რუსეთი უნდა მიიწვიოს კრიზისის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში.

თუმცა იმავდროულად, ჩვენ უნდა შევაგნებინოთ რუსეთს, რომ პასიურები არ ვიქნებით. პირველ რიგში, ჩვენ ფორმალურად უჰნდა ვცნოთ უკრაინის ახალი მთავრობა, რომელიც ჩემი აზრით ხალხის ნებას გამოხატავს. ეს ლეგიტიმური მთავრობაა. უკრაინის საქმეეში ჩარევა კი უცხო ძალის მტრულ მოქმედებად უნდა ჩაითვალოს.

შემდეგ, ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ნატოს სათადარიგო გეგმა მოქმედებაში. განვალაგებთ რა ძალებს ცენტრალურ ევროპაში, რადგან კარგი პოზიცია დავიკავოთ საპასუხო ქმედების მიზნით ომის დაწყების და გავრცელების შემთხვევაში.”

“რუსეთი დასავლეთის გადაუწყვეტელმა და მერყევმა პოლიტიკამ გაამხნევა”-წერს ენდრიუ კოინი. პოლიტიკური მიმომხილველის მოსაზრება კანადაში, გაზეთმა “ტორონტო სან”-მა გამოაქვეყნა.

დიახ, ჩვენ უნდა ვცადოთ დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციები, რომლებსაც რუსეთის თანამშრომლობის დონის გათვალისწინებით გავააქტიურებთ ან დე-ესკალაციას მოვუხდენთ. თუმცა მათი ეფექტურობის ალბათობაში ეჭვის შეტანა უნდა მოხდეს. რუსეთს მიაჩნია, რომ ყირიმის საკითხში საერთაშორიო კრიტიკის გადატანა შეუძლია წარსული დანაშაულების საფუძველზე ტიანანმენში, სხვა-და ის ალბათ მართალია. თუმცა რუსეთს შესაძლებელია ხელი შევეშალოთ მსგავსი სამომავლო თავგადასავლების განხორციელებაში. როგორც მინიმუმი, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გავაძლიეროთ რეგიონის მასშტაბით ნატოს წევრ ქვეყნებში ძალები, და რაც შეიძლება მალე მივიღოთ უკრაინა და საქართველო ალიანსში.

არავის უნდა შეეპაროს ეჭვი თუ რა მოჰყვება შედეგად რუსეთის მიერ საზღვრის დარღვევას.”

ყირიმის დაპყრობა დანაშაულზე უარესია-წერს კონსტანტინ სონინი, მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის პროფესორი. მისი სტატის გაზეთ “მოსკოვიუ თაიმს” დაიბეჭდა.

როგორც არაერთმა დამკვირვებელმა ბოლო წლებში აღნიშნა, მთავრობამ და საპრეზიდენტო ადმინისტრაციამ საზოგადოების ან სხვა დამოუკიდებელი წყაროების მიერ ყველანაირი აზრის მიწოდების მექანიზმი გააუქმა.

რუსი ლიდერების მოქმედებები და განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არამარტო კიევში, დონეცკსა და სიმფეროპოლში მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციას არ ფლობენ, არამედ არ იციან თუ რა ხდება თავად რუსეთში.

და რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, რომ რეჟიმმა პირდაპირი მიზინტერპრეტაცია და გადაჭარბება მოახდინოს კარგად გათვითცნობიერებული უცხოური აუდიტორიისთვის და როცა რეჟიმი სტრატეგიული გადაწყვეტილებებს მიღებას ამ მცდარ იდეებს აფუძნებს, დიდი შეცდომები გარდაუვალია.

ეს პრობლემა, მაწილობრივ, მთავრობი გადაწყვეტილებიდან მოდის “გაწმინდოს” მედია გარემო, შესაბამისად გააჩუმებდა კრიტიკოსებს. ეს გარემოება ასევე 2011 წლის დუმას არჩევნების შედეგებს აუქმებს, და შედეგად იმ რუსების აზრის ჩვენებას უშლის ხელს, რომლებიც უკრაინაში [მოსკოვის] სამხედრო ქმედებას არ უჭერებნ მხარს.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG